ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძის თქმით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევენ

მდინარაძის თქმით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევენ

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
ეს განცხადება მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, ყრილობაზე ასევე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც.
"მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს. თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, შემდეგ უკვე გაიმართება ქართული ოცნების ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.
ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. ყრილობის თაობაზე, ასევე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.