არქივი22 აგვისტო, 2026, 12:12
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მათი დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობაზე.
ამასთან, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არსებულ გამოწვევებზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებსა და მათზე ეფექტიანი რეაგირების საშუალებებზე ისაუბრეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.