მამუკა მამულაშვილი: მადლობას გიხდით ჩემი და ჩემი ორი მოადგილის დაჯილდოებისთვის. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ქართული ლეგიონის” დამფუძნებელს, მამუკა მამულაშვილსა და მის ორ მოადგილეს უკრაინის უმაღლესი ჯილდო გადასცა.
“მადლობას გიხდით ჩემი და ჩემი ორი მოადგილის დაჯილდოებისთვის.
მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
განსაკუთრებული მადლობა იულია იაციკს ჩვენი დაჯილდოების საქმეში მისი უდიდესი წვლილისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს ახლო მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ, რომლებიც ყოველთვის იქ იყვნენ და ეხმარებოდნენ ქართულ ლეგიონს.
ჩვენთვის დიდი მოტივაციაა ვიგრძნოთ, რომ უკრაინის ხალხი ჩვენთანაა.
ეს ის ხალხია, ვისთვისაც დღეს უკრაინაში ვართ.
გულწრფელად ვუხდით მადლობას უკრაინელ ხალხს!”. – წერს მამულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ