“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე თავდაცვის ექს მინისტრის პატიმრობას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ადამიანზე, რომელიც ოთხ კედელ შუაა გამოკეტილი, ნიშნის მოგებით საუბარი არაა მორალურად გამართლებული.
როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, კიდევ ერთი ყოფილი მინისტრის პატიმრობაში გაშვება კიდევ ერთი ე.წ. კარუსელის დაწყებას ნიშნავს.
დაიჭირეს კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი, დაიწყო კიდევ ერთი ახალი ე.წ. კარუსელი. რაც ხდება დღეს, ნუ გაიშვერს ნურც დაპატიმრებული და ნურც დასაპატიმრებელი თითს ნურავისკენ, რადგან როცა ისეთი ხელისუფლების და რეჟიმის ნაწილი ხდები, როგორიც დღეს მართავს ქვეყანას, ყვეალფერს უნდა ელოდო. განვლილი წლების განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა და ეს პროცესი გრძელდება. რაც უფრო სამთავრობო და სახელისუფლებო პოლიტიკური კრიზისი მწვავდება, მით უფრო მძაფრდება ჭამის პროცესი, საკუთარი შვილებისა. ამაში ჩემთვის არც გასაკვირია არაფერი და არც მოულოდნელი. ნურც ნურავისთვის იქნება საწყენი, რადგან, ერთ მშვენიერ დღეს, დაპატიმრებულმაც და დასაპატიმრებელმაც ხელი მოაწერა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მოაწერა, შემდეგ იმოქმედა ისე, როგორც თვითონ ჩათვალა საჭიროდ და მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა მისგან, ვინც ის აქ მოიყვანა, – განაცხადა კაციტაძემ.




