მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2011–2013 წლებში:
2016-დან მოყოლებული ვიძახდი, რომ დიქტატურისკენ მივდივართ. ვამბობდი, რომ რეჟიმი სულ უფრო გამკაცრდება. ნელ ნელა შეიზღუდება ყველა თავისუფლება. სიტყვისაც, მოქმედებისაც. ურთიერთობებიც კი გადამოწმდება და ადამიანებს ამის მიხედვით მიიღებენ სამსახურებში.
ყველაფერი ახდა.
ამ რეჟიმს სხვა გამოსავალი არ აქვს. მან ქანჩები უნდა დაუჭიროს. სხვა შემთხვევაში ვითარება ხელიდან გაექცევათ.
სამ, მკაცრი დიქტატურის მქონე ქვეყანაში მომიწია ცხოვრება და საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. თუ პოლიტიკოსობა გინდათ, მზად იყავით დაჭერისათვის. თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, უბრალოდ ნუ მისცემთ დამატებით საბაბს. უახლოეს ხანებში კარგი არაფერი იქნება.
ჩემი სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს !




