მამუკა გამყრელიძე: მგონია, რომ ეს იქნება ძველი და გამოცდილი სტრატეგიის (“რუსეთთან დალაგება”, “აბა ომი გინდათ ?”) განახლებული ვარიანტი, რომლის პარალელურად განხორციელდება პრესინგი რუსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდა

მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2011–2013 წლებში:
კობახიძის დღევანდელ განცხადებაზედ.
IMHO ეს გახლავთ მომავალი საარჩევნო სტრატეგიის დატესტვა. მგონია, რომ ეს იქნება ძველი და გამოცდილი სტრატეგიის (“რუსეთთან დალაგება”, “აბა ომი გინდათ ?”) განახლებული ვარიანტი, რომლის პარალელურად განხორციელდება პრესინგი რუსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
ვფიქრობ, რუსეთიდან გააქტიურდება მოწოდებები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსირებაზე (ანუ რუსეთის ტერიტორიისთვის მიერთებაზე და მისი, უკვე როგორც რუსული რეგიონის კონსტიტუციურად დაკანონებაზე). ამ მოწოდებების სინქრონულად ქოცნება უკვე ახლებური ფორმით შესთავაზებს საქართველოს ამომრჩევლებს “რუსეთთან დალაგების” ძველ ლოზუნგს. “თუ არ გინდათ, რომ რუსეთმა მიიერთოს სამაჩაბლო და ჩვენ საბოლოოდ დავკარგოთ ეს რეგიონი, ხმა მიეცით ქ-ოცნებას !”
დარწმუნებული ვარ, ასეთ სტრატეგიას, სწორი შეფუთვის პირობებში, ძალიან დამთრგუნველი ზემოქმედება ექნება ქართველ ამომრჩეველზე და ისიც იძულებული გახდება ხმა ქოცნებას მისცეს.
მინდა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ რუსეთი და ქოცნება შეხმატკილებულად იმუშავებენ 2028-ში ქოცნების გამარჯვებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება