ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამარდაშვილის შემდეგ კიეზაც - ფედერიკო კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 26 წლის ვინგერი ფედერიკო კიეზა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს.
"მერსისაიდელები" გამოცდილი შემტევის სანაცვლოდ "იუვენტუსს" 13 მილიონ ევროს გადაუხდიან და ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. იტალიელი სეზონურად 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
კიეზა უკვე გაემგზავრა ინგლისში, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
"თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და ჩემი კარიერის ახალი გამოწევევისთვის მზად ვარ! მინდა, "იუვენტუსის" ყველა ფანს დიდი მადლობა გადავუხადო", - თქვა კიეზამ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.