ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვალენსიაში" 1 წლით დარჩენა ამიტომ გადავწყვიტე" - მამარდაშვილმა "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ წერილი გაავრცელა

"ლივერპულში" ოფიციალურად გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა.
მოგეხსენებათ, ჩვენებური ამ სეზონსაც იჯარით "ვალენსიაში" გაატარებს, შემდეგ კი "ენფილდზე" გადაბარგდება.
"მოგესალმებით. "ვალენსიაზე" და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის,რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.
სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც "ვალენსიამ", ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. "ვალენსიამ" შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დავრჩე კიდევ
ერთი წელი "ვალენსიაში" და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში. ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.
ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!", - წერს მამარდაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.