ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამარდაშვილის მესამე მშრალი მატჩი - "ვალენსია" "ლეგანესს" ფრედ ეთამაშა

მამარდაშვილის მესამე მშრალი მატჩი - "ვალენსია" "ლეგანესს" ფრედ ეთამაშა

ლა ლიგის მეცხრე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ლეგანესს“ დაუზავდა - 0:0.
თამაში რბილად რომ ვთქვათ, ლამაზი სანახავი არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებს კომპენსირებულ დროში ჰქონდათ, მაგრამ როდრიგესმა ბურთი ძელს გაარტყა.
სტუმართა გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ტურნირზე მესამედ შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში sofascore-მ 6.6 ქულით შეაფასა, whoscored-მა და flashscore-მ კი 6.3-ით.
„ვალენსია“ 6 ქულით მე-18 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ლას-პალმასთან“ გამართავს.
ლეგანესი - ვალენსია 0:0

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.