ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვალენსია" "სოსიედადთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

"ვალენსია" "სოსიედადთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

ლა ლიგის მერვე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 0:3 დამარცხდა.
პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში კუბომ დააწინაურა. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, შეუტიეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, სწრაფი კონტრშეტევებისას კი შეცვლაზე შესული ოსკარსონისგან ორი გოლი მიიღეს და მარცხი განიცადეს.
„ღამურების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. მისი თამაში sofascore-მ 6.5 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.1 ქულით, ხოლო flashscore-მ - 5.9-ით.
„ვალენსია“ 5 ქულით მე-18 ადგილზეა და 4 ოქტომბერს გასვლაზე „ლეგანესს“ დაუპირისპირდება.
სოსიედადი - ვალენსია 3:0
გოლები: 1:0
კუბო (8), 2:0 ოსკარსონი (80), 3:0 ოსკარსონი (90+2)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.