ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამაკაცს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს პოლიციას თავს დაესხა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს პოლიციას თავს დაესხა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, კალიფორნიელი დევიდ ნიკოლას დემპსი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის დროს პოლიციელების წინააღმდეგ ფლაგშტოკებს, წიწაკის სპრეისა და სხვა იმპროვიზებულ საშუალებებს იყენებდა.
პროკურორების განცხადებით, დემპსი კაპიტოლიუმზე შტურმის დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და მან, სულ მცირე, ორი სამართალდამცავი დაჭრა.
დემპსის სასჯელი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, რომელიც სასამართლომ კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილე პირებს შეუფარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.