ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელში გამვლელებს პალესტინელი დანით დაესხა თავს, ორი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის ქალაქ ჰოლონში კვირას გამვლელებზე დანით თავდასხმა მოხდა. ადგილზე ერთი ქალი დაიღუპა, მისი ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, წყვილი დილით სარბენად იყო გამოსული, როდესაც თავდასხმა მოხდა. კიდევ ორი დაზიანებული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ეს არის 34 წლის პალესტინელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი, რომელიც ისრაელში შესვლის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. მანამდე ის პოლიციის ყურადღების ცენტრში არ ყოფილა.
ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა ელი ლევიმ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბოლო დღეებში პოლიციაში შედის ათობით გაფრთხილება შესაძლო ტერაქტებისა და სოციალურ ქსელებში ტერორიზმისკენ მოუწოდებების შესახებ. მან ასევე ურჩია ისრაელელებს, რომლებიც კანონიერად ფლობენ იარაღს, რომ თან იქონიონ ის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.