არქივი19 აპრილი, 2026, 13:13
მალხაზ ძიძიგური: არ ამოვარდნენ კაბა-შარვლებიდან ამ სიტყვების ციტირებით სამთავრობო ტელევიზია-რადიოების თანამშრომლები, ქოც-დეპუტატები და სხვები კიდევ?!

სოციალური ქსელის მომხმარებელი მალხაზ ძიძიგური:
-არ გააზიაროთ, ჩვენი სირცხვილია!
===========================
--ცოტნეს მეტი ხომ არაფერი უთქვამს, მეგობრებო, რაც ქვემოთ მის ფოტოზე წერია ან კიდევ, სთქვა და მე გამომრჩა?
--ვეფხისტყაოსანი დაწერა, აკაკის "გამზრდელი," ილიას "მგზავრის წერილები," ვაჟას "ბახტრიონი" თუ უფრო აღმატებული რამ?
--არ ამოვარდნენ კაბა-შარვლებიდან ამ სიტყვების ციტირებით სამთავრობო ტელევიზია-რადიოების თანამშრომლები, ქოც-დეპუტატები და სხვები კიდევ?!
--რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვილობა, ამ რამდენი სიტყვას ვინმე მიაქცევდა ყურადღებას?
--დიახ, საამაყო მამა ჰყავს, საამაყო--დედა, დედმამიშვილები, საამაყო ოჯახის შვილია, მეც მომწონს, სხვათა შორის, მაგრამ ასე უცებ ერის მამად გადაქცევა, რბილად რომ ვთქვათ, ნაადრევია ჯერ!
--ქუჩაში კი კუნთების დისტროფიით დაავადებულ ბავშვთა მშობლები, რომლებსაც კატეგორიულად არ ხვდება პრემიერი კობახიძე, მიტინგს მართავენ, რასაც მალე მუდმივი, 24 საათიანი, 7-7-ზე ხასიათი ექნება და დიდი ალბათობით, უამრავი ადამიანი დაუდგება გვერდით ბავშვების მშობლებს."


არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.