მედია: ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებს გეგმავს (ვიდეო)

“პირველების” ინფორმაციით, ძალოვანი მინისტრები იცვლება – საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეზე. როგორც წყარო “ტვ პირველს” ეუბნება, ერთ-ერთი ვერსიით, “ქართული ოცნება” განიხილავს გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას – თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ. 

ვინ ჩაიბარებს შს სამინისტროს, ეს ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა როგორც წყარო გვეუბნება, შესაძლოა მინისტრად გეკა გელაძის მოადგილე, რონი მესხი ვიხილოთ.

დღეს “პირველებმა” აღნიშნულის შესახებ კითხვები “ოცნების” დეპუტატებს დაუსვა – ივანიშვილის გუნდის წევრები ამბობენ, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ არაფერი იციან.

საიდან მოიტანეთ ეს ინფორმაცია. გელა გელაძე არის საუკეთესო მინისტრი, ძალიან კარგი ადამიანი. არც (ირაკლი ჩიქოვანზე ვიცი) მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ”- ამბობს რიომა ბერაძე. 

როდესაც სამთავრობო, საკადრო ცვლილებებზეა საუბარი, იქ ჩვეულებრივად მთავრობის მეთაურის კომპეტენციაა ეგ თავიდან ბოლომდე. წარმოდგენა არ მაქვს”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

პირველად გავიგე ეს ვერსია თქვენგან. ეს რეჟიმის ქვეშ მყოფი ხალხი ყველაფერს (იგებთ)” – ამბობს

ამ ეტაპზე ასეთი რამ ჩვენთვის ცნობილი არ არის. არა შს სამინისტრო რომ გააქტიურდა ფაქტია. ჩვენ ვხედავთ, რომ კვირაში რამდენჯერმე ხდება კრიმინალური ფაქტების დაფიქისრება, დაკავება ადამიანების. ამ მიმართულებით ეს პროცესები მისასალმებელია, თუმცა გარკვეული გამოწვევები არსებობს  “, – ამბობს “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი. 

“პირველებმა” დღეს კითხვები თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილესაც დაუსვა – გრიგოლ გიორგაძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, რაიმე სახის ცვლილება რომ იგეგმებოდეს, მას აუცილებლად ეცოდინებოდა.

 არ მაქვს ინფორმაცია და გეუბნებით, რომ არამგონია რაიმე ცვლილება იყოს. არამგონია, მაშინ მექნებოდა ინფორმაცია… წესით მეცოდინებოდა. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია”, – ამბობს გიორგაძე.