ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მალტამ მარია ზახაროვას ეუთოს სამიტზე დასასწრებად გაცემული ვიზა გაუუქმა

მალტამ მარია ზახაროვას ეუთოს სამიტზე დასასწრებად გაცემული ვიზა გაუუქმა

მალტამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, მარია ზახაროვას ვიზა გაუუქმა. ზახაროვა მალტაში ეუთოს სამიტს უნდა დასწრებოდა.
ღონისძიების დაწყების წინ. მალტის სავიზო თავმჯდომარეობის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის, მარია ზახაროვასთვის ვიზის გაუქმება უპრეცენდენტო შემთხვევაა,– წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აცხადებს, რომ ამ ფაქტს “განსაკუთრებული ყურადღება” დაეთმობა. თავად მარია ზახაროვამ კი მისთვის ვიზის გაუქმებას “დასავლური ჰიდრის ხრიკები” უწოდა.
რუსეთში მალტის ელჩმა, კარმელო ინგუანეზმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ზახაროვას ვიზა “ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლის პროტესტის” შემდეგ გაუუქმდა.
სამიტს ესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია ევროკავშირის ქვეყანაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.