ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მალავის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი გაუჩინარდა

მალავის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მალავის მთავრობა ავრცელებს.
„საავიაციო სამსახურების ყველა მცდელობა კონტაქტი დაემყარებინათ თვითმფრინავთან, რომელიც რადარებიდან გაქრა, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რადარებიდან გაქრა, მალავის ვიცე-პრეზიდენტ საულოს ჩილიმასთან ერთად კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა.
მალავის პრეზიდენტმა, ლაზარუს ჩაკვერამ რეგიონულ და ეროვნულ ძალებს თვითმფრინავის ადგილმდებარეობის დასადგენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარება უბრძანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.