არქივი11 ივნისი, 2024, 16:10
მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას მალავის პრეზიდენტი ავრცელებს.
მალავის პრეზიდენტის, ლაზარუს ჩაკვერას ცნობით, ერთდღიანი ძებნის შემდეგ, სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელშიც მალავის ვიცე-პრეზიდენტი, საულოს ჩილიმა და კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთით, მთიან მხარეში აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
შეგახსენებთ, მალავის მთავრობამ ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.