პუტინმა სომხეთის EU ამბიციებზე, NATO-ფინეთსა და დასავლელ “გლობალისტებზე” ილაპარაკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინირუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ სომხეთის გეგმებიც განიხილა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირებიდან გამომდინარე “სწორი იქნებოდა,” თუ ამ საკითხზე სომხეთი რეფერენდუმს გამართავს, რის შემდეგაც “შესაბამის დასკვნებს” გამოიტანს.
პუტინმა ასევე მიანიშნა, რომ საჭიროა, რუსეთმა და სომხეთმა “ყველაფერი გათვალონ,” რადგან მისი თქმით, “ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება” ევროკავშირში “უკრაინის გაწევრიანების მცდელობით” დაიწყო.
“რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ სომხეთის გეგმებს, ამას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული განხილვა სჭირდება. ჩვენ ეს არაერთხელ განვიხილეთ პრემიერმინისტრ [ნიკოლ] ფაშინიანთან და აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ. ისიც დაგიდასტურებთ: მე მას უკვე რამდენჯერმე ვუთხარი და ახლაც შემიძლია საჯაროდ გავიმეორო: ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველაფერს, რაც სომეხ ხალხს სარგებელს მოუტანს.
სომეხ ხალხთან საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და თუკი კონკრეტული გადაწყვეტილება სომეხი ხალხისთვის სასარგებლო იქნება, მაშინ მიდით, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. თუმცა, ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვისაც.
რას ვგულისხმობთ? მაგალითად, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან შემცირდა. ის გაცილებით მაღალი იყო წინა და იმის წინა წლებში, მაგრამ 2025 წლის ბოლოსთვის ეს კვლავ 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის [სომხეთის] მშპ 29 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
სომხეთი ევრაზესში [ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება] მნიშვნელოვანი უპირატესობებით სარგებლობს. ეს ეხება სოფლის მეურნეობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, საბაჟო და სხვა სახის გადასახადებს და ა.შ. ეს ასევე ეხება მიგრაციასაც.
ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა – როგორც სომხეთის მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენთვის, როგორც მათი მთავარი ეკონომიკური პარტნიორისთვის, გადაწყვეტილების მიღება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. მაგალითად, რეფერენდუმის ჩატარებით. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ, პრინციპში, სრულად ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის გეკითხა, რა იქნებოდა მათი არჩევანი. შემდეგ კი ჩვენ გამოვიტანდით შესაბამის დასკვნებს და ავირჩევდით მშვიდი, გონივრული და ორმხრივად სასარგებლო განქორწინების გზას.
თქვენ ხვდებით იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ახლა უკრაინასთან მიმართებით განვიცდით – და როგორ დაიწყეო ეს ყველაფერი? უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით, უფრო სწორად გაწევრიანების მცდელობით. ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო.
ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა მაშინ ევროპელებთან ამის განხილვა. მათ ვეუბნებოდით: “მოგვისმინეთ, ფიტოსანიტარიული სტანდარტები სრულად განსხვავებულია თქვენს ქვეყნებში, ევროკავშირსა და რუსეთში. სხვათა შორის, ჩვენ გაცილებით მკაცრი ფიტოსანიტარიული სტანდარტები გვაქვს და შეუძლებელია, რომ თქვენი პროდუქცია უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსულ ბაზარზე მოხვდეს. ამას არ დავუშვებთო.”
იმ დროს ჩვენ გვქონდა თავისუფალი სავაჭრო ზონა უკრაინასთან, თავისუფალი საზღვრები. იძულებული ვიქნებით, დავხუროთ საზღვრები. იგივე ეხება სამრეწველო საქონლის მთელ სპექტრს.
გულწრფელად რომ ვთქვა, გამაკვირვა ევროპელების ასეთმა მკაცრმა და პირდაპირმა პოზიციამ. ისინი მტკიცედ იდგნენ: ყველა საკითხზე – არა, არა, არაო.
საბოლოოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ყველაფერი უფრო ყურადღებით გადაიკითხა, აწონ-დაწონა და თქვა: “არა, ალბათ ჯერ არ ვარ ამისთვის მზად, რადგან უკრაინის ეკონომიკისთვის ზიანი ძალიან დიდი იქნებაო”. მას უკან არ დაუხევია გაწევრიანებისგან. მან თქვა, “ამას კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდე და ყველაფერი გავაანალიზოო.” მაგრამ ყოველივე ამან მოგვიანებით გადატრიალება, ყირიმის საკითხი, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის პოზიცია და სამხედრო მოქმედებები გამოიწვია.
ამ ყველაფერმა აქამდე მიგვიყვანა. ეს სერიოზული საკითხია, ამიტომ უკიდურესობებამდე არ უნდა მივიდეთ. უბრალოდ დროულად უნდა ვთქვათ, რას ვიზამთ. აქ განსაკუთრებული არაფერია. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და სომხურმა მხარემ უნდა გათვალოს, ასევე – ჩვენც.
ახლა ვპასუხობ ამას და ვფიქრობ: სრულად შესაძლებელი იქნებოდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემდეგ სამიტზე ამ საკითხის წამოწევა.”
უკრაინაში ომთან დაკავშირებით პუტინმა განაცხადა, რომ “საკითხი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ეს კვლავ სერიოზული საკითხია”. თუმცა, პუტინის თქმით, დასავლეთი – რასაც ის “დასავლური ელიტის გლობალისტურ ფრაქციას” უწოდებს – უკრაინიის მეშვეობით რუსეთის წინააღმდეგ “ომს აწარმოებს”.
“ეს კონფლიქტი მათ მიერაა პროვოცირებული. უკვე გითხარით