ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკრონი უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტებზე შეზღუდვის მოხსნაზე: კარგი გადაწყვეტილებაა

მაკრონი უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტებზე შეზღუდვის მოხსნაზე: კარგი გადაწყვეტილებაა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ უკრაინისთვის რუსეთში, კურსკის ოლქში ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით აშშ-მ "კარგი გადაწყვეტილება" მიიღო.

ამის შესახებ მაკრონმა რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის (G20) სამიტზე ისაუბრა.

მაკრონის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ომში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვის გამო გადადგა.

"რუსეთი არის ერთადერთი ძალა, რომელმაც ესკალაციური გადაწყვეტილება მიიღო. [...] ნამდვილად ამ გარდატეხამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება". - თქვა მაკრონმა რეპორტიორებთან საუბრისას.

მანამდე, ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ ცნობებს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ასე ბაიდენის ადმინისტრაცია "დაძაბულობის ესკალაციას" ცდილობს. მისივე თქმით, "ეს თვისებრივად დაძაბულობის ახალი ფაზაა და თვისებრივად ახალი სიტუაციაა აშშ-ს მიერ ამ კონფლიქტში ჩართვის თვალსაზრისით".

"თუმცა ცხადია, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია, რომელიც მალე ჩანაცვლდება, მიზნად ისახავს, რომ ამგვარი ნაბიჯები გადადგას, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმა გააგრძელოს და ამ კონფლიქტის გარშემო არსებული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მოახდინოს". - თქვა პესკოვმა.

ბრაზილიური გაზეთი O Globo-ს ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე უკრაინის ომზე ისაუბრა და დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობა, რომ აშშ-მ უკრაინას კურსკის ოლქში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნება დართო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.