ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკრონი პუტინზე: დიახ, ავიღებ ტელეფონს. რადგან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, მოვუსმენ რას გვთავაზობს

ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უპასუხებდა ტელეფონს, თუ პუტინი კვლავ დაურეკავდა.

მისი თქმით, უკრაინას თავდაცვისთვის ყველაფერი უნდა გადასცენ.

„დიახ, ავიღებ ტელეფონს. რადგან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, მოვუსმენ რას გვთავაზობს. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გადავცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი თავდაცვის შესაძლებლობების, სამხედრო აღჭურვილობის გასაძლიერებლად, მაგრამ ამავე დროს დეესკალაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მუდმივ ვითარებას - მდგრად და სამართლიან მშვიდობას. ამიტომ, თუ მოულოდნელად რაღაცის შეთავაზებას მოინდომებს, მოვუსმენ მის წინადადებას“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მასთან, მაკრონმა დასძინა, რომ მოლაპარაკება შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ საუბრებს, რომლებსაც ორივე მხარე დათანხმდება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.