ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას

საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს სამომავლოდ, უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ, როგორც მედიასაშუალებები, მათ შორის სააგენტო AFP, გამოცემა Le Monde-ი და ტელეკომპანია CNN-ი იუწყებიან, ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს, ღამით განაცხადა პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ. მაკრონის თქმით, დღეს ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
საფრაგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება ახალი კოალიციის შექმნის შესახებ - გაერთიანების, რომელიც უკრაინას მიაწვდის საბრძოლო მასალებს და საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს.
როგორც მაკრონმა თქვა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა ომში გამარჯვება ვერ შეძლოს, რადგან ეს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.
საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მოწვეულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრები, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის და კანადის წარმომადგენლები.
სააგენტო AFP-ს ცნობით, 26 თებერვალს, პარიზში გამგზავრების წინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, პრორუსული პოზიციით ცნობილმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკავშირის და ნატოს ზოგიერთი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას. ფიცომ ინფორმაციის კოფიდენციალობის მიზეზით, კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.