ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვა და ლატვია არ არიან უკრაინაში სახმელეთო ჯარის გაგზავნის წინააღმდეგი

ლიეტუვა და ლატვია არ არიან უკრაინაში სახმელეთო ჯარის გაგზავნის წინააღმდეგი
საფრანგეთის და ლიეტუვის შემდეგ ლატვიამაც არ გამორიცხა სახმელეთო ჯარის გაგზავნა უკრაინაში, რომელსაც ორი წლის წინ რუსეთის დაესხა თავს.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დე-პე-ა-ს სააგენტოს შეკითხვას უპასუხა, რომ თუ ნატოელი მოკავშირეების შეთანხმება თუ იქნება, ლატვია მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მთლიანად ასეთ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა პირობით, რომ დასავლელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ სარკოზიმ განაცხადა, რომ მართალია, არ არსებობს სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ კონსენსუსი, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ამის ერთ-ერთ მაგალითად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაღმვის სამუშაოები დაასახელა. დასავლეთის ქვეყნების სამხედროების უკრაინაში განლაგება აუცილებლად არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მათ მონაწილეობას, თქვა სტეფან სეჟურნემ და დააზუსტა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგება “საომარ ზღვარს” არ გასცდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.