მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაეცა – გამოცემა “ფიგარო”

მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაეცა – გამოცემა “ფიგარო”
გამოცემა Figaro წერს, რომ ემანუელ მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაეცა. სოციოლოგიური კვლევების თანახმად მაკრონს გამოკითხულთა მხოლოდ 19% ენდობა, ეს კი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ემანუელ მაკრონი 2017 წლიდანაა საფრანგეთის პრეზიდენტი. გამოცემა წერს, რომ მაკრონის რეიტინგი ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქციების დროსაც დაეცა, თუმცა მაჩვენებელი 23% იყო. კვლევის მიხედვით დაბალია საფრანგეთის პრემიერ მინისტრისადმი ნდობაც. გამოცემა აღნიშნავს, რომ ლიდერების საერთო რეიტინგი 38%-ია.
Next: დადასტურდა, რომ, სინამდვილეში, არანაირი ნაცური თუ ენჯეოშნიკური პროპაგანდა არ არსებობს. ისინი, მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.