მაკრონის პასუხი ტრამპის მუქარაზე

დიდი შვიდეულის (G7) სამიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებით დაემუქრა. ამის მიზეზი პარიზის მიერ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე (Gafam) დაწესებული 3%-იანი გადასახადია.
საპასუხოდ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ციფრული გადასახადი ევროპული კანონმდებლობის ნაწილია, რომელსაც ვაშინგტონი ვერ შეცვლის. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის ტრამპთან “პატივისცემაზე დაფუძნებულ, მაგრამ მკაცრ საუბარს” გეგმავს. მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ტრამპთანპერიოდულად დაძაბული ურთიერთობისა, პრაგმატულად მოქმედებს და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს.
დონალდ ტრამპი 100%-იანი ტარიფებით იმუქრება
გამოცემა New York Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სხვა გზა არ ექნება“, გარდა იმისა, რომ ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 100%-იანი საბაჟო ტარიფი დააწესოს, თუ საფრანგეთი ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან ეს გაფრთხილება პირადად გადასცა ემანუელ მაკრონს და მოსთხოვა, გააუქმოს 3%-იანი გადასახადი ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე.
„მე მას ვთხოვე, არ დაებეგრა ამერიკული კომპანიები. თუ ისინი ამას მაინც გააკეთებენ, სხვა გზა არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე 100%-იანი ტარიფი დავაწესო“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები