არქივი21 იანვარი, 2025, 16:43
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნას ულოცავს - მჯერა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„გულითადად ვულოცავ აშშ-ის ახალდანიშნულ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. მე მოუთმენლად ველოდები ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას და კავშირების გაძლიერებას. ღრმად მჯერა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!“ – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად გუშინ დაამტკიცეს. სენატმა გადაწყვეტილება ერთხმად, 99 ხმით მიიღო.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.