სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს და მარკო რუბიოს თანამდებობების დაკავებას ულოცავს

ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარმოდგენა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიბრუნოს“, - წერს ზურაბიშვილი.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
„მარკო რუბიო, გილოცავთ თანამდებობაზე დამტკიცებას. საქართველოს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის სასარგებლოდ თქვენი ჩართულობის იმედი აქვს. რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს რეგიონში წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.