მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და შვეიცარიის, როგორც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შუამავალი ქვეყნის როლს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის დღის წესრიგზე დიალოგის, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები.დასასრულს მინისტრმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში