ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას

9-10 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ, პეტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ, ლასლო კოვერთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.