მაკა ბოჭორიშვილი, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, სომხეთის, სერბეთის, უზბეკეთისა და ალბანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა

ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის,“ – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მინისტერიალზე ბოჭორიშვილი, ასევე, შეხვდა სერბ, უზბეკ და ალბანელ კოლეგებს – მარკო ჯურიჩს, ბახტიორ საიდოვსა და ელისა სპიროპალისს.
„მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ასევე ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საუბარი ასევე შეეხო ცენტრალური აზიის რეგიონის თანამშრომლობის საკითხებს.
რაც შეეხება, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, მხარეებმა აღნიშნეს ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან თანამშრომლობის კონტექსტში. საუბრისას ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მისწრაფებებს და ამ თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციაზე. მაკა ბოჭორიშვილმა ალბანელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში მიიწვია,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართულ პოლიტიკაში ძალიან დაცხა. საგიჟეთში ვიყავით და ვართ, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. მელაშვილმა ისაუბრა შსს-ში შექმნილ სამმართველოზე და განაცხადა, რომ პოლიტიკოსები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ხალხის განწყობით და არა გინების აკრძალვით, რადგან ამით განწყობა არ გაუმჯობესდება. „რაც შეეხება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, შექმნიდან მალევე რამდენიმე უპატრონო დააჯარიმეს. მაინტერესებს, ეს ხალხი თუ არსებობს საერთოდ, შესაძლოა „ტროლები“ დააჯარიმეს, ისინი კი ამას [სახდელს] ვერ გადაიხდიან. ასევე, საინტერესოა ვინმემ თუ გადაიხადა სახდელი? ითქვა, რომ სააგენტო მიუკერძოებელი იქნება, მაგრამ რა უნდა გამიკვირდეს, როდესაც 70 პროცენტი, ვინც მამაკაცების გათხოვებაზე საუბრობს, თავად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, პროპაგანდისტები. 35 წელია, რაც ქვეყანა დამოუკიდებელია და ამ ისტორიას არავინ არ გადახედა და ვერავინ ისწავლა, რომ ეს ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ არის. მოკლევადიანად ეს შესაძლოა ლიდერისთვის ქულების მომტანი იყოს, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყანაში შეურიგებლობას თესავს და კონფრონტაციას ხელს უწყობს, მის მეორე მხარეს განაწყენებულთა და გულნატკენთა დიდი მასა გროვდება, ცუდად მთავრდება ხელისუფლებისთვის. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ეს კანონები ძალაშია შესული და ხვალ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, რით დასრულდება? შემდეგ ეს ყველაფერი ხომ ტომებად დაიდება სამხარაძეებზე, კობახიძეებზე, პაპუაშვილებზე, ეს მათი ციხეებით დასრულდება. ახლა, რასაც ისინი აკეთებენ, მათ მოუტრიალდებათ და ეს შესაძლოა ივანიშვილის სასამართლომ მოუტრიალოს უკან, როგორც ღარიბაშვილს დამართეს. ახლა ყველა ფიქრობს, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ მოხდება, მაგრამ დაფიქრდნენ. საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს. პოლიტიკოსები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ხალხის განწყობით და შენ რომ ამას კრძალავ, განწყობა გაუარესდება თუ ნაკლებს შეაგინებს?“- განაცხადა ირაკლი მელაშვილმა. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წერილს, ირაკლი მელაშვილს მიაჩნია, რომ ეს საცოდავი სანახავია. „საცოდავი სანახავია, ხელისუფლებას დავცინოდი, როდესაც ტრამპზე განცხადებებს აკეთებდნენ და შემდეგ ვაშინგტონში გზავნილებს აგზავნიდნენ, რომ „ნახეთ ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს იდეოლოგიას“, ახლა ოპოზიციიდან დაიწყეს იმავეს კეთება. მიშამ და ხაბეიშვილმა რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, კონსერვატიულ და მორწმუნე ელექტორატს ვერ შემოაბრუნებენ. აქ შარლატანები არიან და აშშ ამას ხვდება და სააკაშვილისა და ხაბეიშვილის საეკლესიო თემებზე საუბარი, სასაცილოდ არ ჰყოფნით, თავს იბანძებენ. პოლიტიკაში რთულია, როცა წლების განმავლობაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იმიჯი გადაამტვრიო“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა. ასევე, ანალიტიკოსმა „ოპოზიციის ალიანსსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსი თავიდანვე მკვდრად შობილი იყო, რადგან ალიანსში წინააღმდეგობრივი პარტიებია. „გამოდის პარტიის თავმჯდომარე [თინა ბოკუჩავა] და აცხადებს, რომ „მე არ მინდა ალიანსში ყოფნა, მაგრამ მიშამ ასე გადაწყვიტა“. თუ მიშა წყვეტს და იქით არაფორმალურ მმართველობაზე დავობ, მაშინ შენ რას გვთავაზობ? იმავეს? ანუ გამოდის, რომ თუ ერთი კაცი წყვეტს, იქით რომ ავტოკრატიაზე საუბრობ, აქაც იგივეა. ორივეს მრევლს ავტორიტარიზმი მოსწონს, ოღონდ ბელადი უნდა იყოს მათიანი. ეს ორი ძალა კი არჩევანს არ უტოვებს საზოგადოებას. გამოაგდეს პოზიცია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დატოვოს ალიანსი და მიშამ კონსერვატიულ ფრთაზე უნდა დაიწყოს თამაში. კარგი პროცესებია, რადგან სჯობს ეს ყველაფერი ახლა გაირღვეს, ვიდრე წინა საარჩევნოდ. ეს ალიანსი მკვდრად შობილი იყო, რადგან ვიცოდით რა წინააღმდეგობრივი პარტიებია შიგნით. გაერთიანებით უფრო მეტი იკარგება, იმდენად წინააღმდეგობრივი ძალებია. უფრო საშიშია ის ვითარება, როცა რაღაც ადგილები ფსევდო პარტიებს აქვთ დაკავებული, იმ 9 პარტიიდან, პარტია რამდენია? 6-7 არის ერთი კაცის გარშემო შემოკრებილი ფან-ჯგუფები, მათი გავლენა კი თბილისის პატარა ბაბლს არ ცდება. ეს პროცესები უნდა დასრულდეს, რადგან ეს ალიანსი, ფსევდო ალიანსია. ამ საზოგადოებას უნარი აქვს, რომ გარკვეული პროცესების გენერირება მოახდინოს. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ პოლიტიკური შედეგი არ დამდგარიყო. 200 ათასი ადამიანი იდგა ქუჩაში და პოლიტიკური პროცესი მოვკალით, პოლიტიკურად არაფერი არ ხდებოდა, იმ დღეებში ხელისუფლებას, რომ ეთქვა – „მოდით დავილაპარაკოთ“, ვინ უნდა დამჯდარიყო მაგიდასთან? ხელისუფლებას ჭკუა არ ეყო, თორემ სულ გააბანძებდა იქაურობას“,- განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა