ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს ქვეყნის განვითარებაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს როლს.
„შეხვედრისას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, კერძოდ ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობას. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის ფაქტებზე.
მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს ქვეყნის განვითარებაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს როლს.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და აღინიშნა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობა.
შეხვედრისას ⁠განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხზე.
დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობისა და დიალოგის გაგრძელების მზაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ