მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სოფიაში, ბულგარეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა შენგენისა და ევროზონის კომიტეტის თავმჯდომარეს კირილ პეტკოვს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს დენიცა სიმეონოვას და დენიცა ნიკოლოვას შეხვდა.
შეხვედრისას ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთის პარლამენტის წევრებს მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე დეკლარაციის მიღებისთვის.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, შავ ზღვაზე თანამშრომლობის პერსპექტივები და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ბულგარეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბულგარეთში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ქარუმიძის და კომიტეტის წევრის სალომე ქურასბედიანის შემადგენლობით იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი