არქივი17 ივნისი, 2024, 14:52
მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან შემოვიდა, რუსეთმა II ადგილზე გადაინაცვლა
საქართველოში შემოსული გზავნილების 16.93% იტალიაზე მოდის - 48.12 მილიონი დოლარი, რაც 7.74%-ით მეტია 2023 წლის მაისთან შედარებით. ამ მონაცემით მეორე ადგილზე (16.92%) გადაინაცვლა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობით. რუსეთიდან გასულ თვეში 48.11 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 69.5%-იანი კლებაა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილებით მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (16.61%) - 47.22 მილიონი აშშ დოლარი.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.