არქივი19 ივნისი, 2024, 09:09
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა - კომპანიები, რომლებშიც იანვარ-მარტში ყველაზე მეტი თანხები ჩაიდო
2024 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩადებული $200 მილიონიან FDI-ში თურქულ ინვესტიციებს ყველაზე დიდი წილი უკავია.
იანვარ-მარტის განმავლობაში მეზობელი სახელმწიფოდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 42.4 მლნ დოლარი ჩაიდო და თურქეთი ინვესტორი სახელმწიფოების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა.
კომპანიების ჩამონათვალი, სადაც თურქეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ასეთია:
· შპს ტექნოჰაუს;
· შპს ტავ ურბან საქართველო;
· შპს აჭარ ენერჯი -2007;
· შპს აჭარა ტექსტილე;
· შპს ქართლი ტექსტილე.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.