“მაინტერესებს, ესენი თავიანთ შვილებს უძვირფასეს განათლებას რომ აძლევენ, უძვირფასეს უნივერსიტეტებში უშვებენ ევროპასა და ამერიკაში, თქვენს შვილებს რუსეთისკენ რატომ მიაქანებენ?”

მოქალაქე ნათია გაბრავა:

ზურა ხაჩიძის შვილს, ანასტასიას, თურმე NYU Stern School of Business-ში ჩაუბარებია და ყველა ქოცური გვერდი ამ ამბავს ატრიალებს.
NYU Stern School of Business (ნიუ-იორკის უნივერსიტეტის შტერნის ბიზნესის სკოლა) არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი ბიზნეს სკოლა, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) შემადგენლობაში შედის.
შტერნის ბიზნეს სკოლა მუდმივად ხვდება აშშ-ისა და მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლების ათეულებში.
მე მაინტერესებს, ესენი თავიანთ შვილებს უძვირფასეს განათლებას რომ აძლევენ, უძვირფასეს უნივერსიტეტებში უშვებენ ევროპასა და ამერიკაში, თქვენს შვილებს რუსეთისკენ რატომ მიაქანებენ? თუ ასეთი კარგია რუსეთი, ანასტასიას ვერ ჩააბარებინა ზურამ Высшая школа бизнеса МГУ-ში, მაგალითად?! 🙄
აა, ხომ თქვენ სუპი გაქვთ და სუპსა სჭამთ, სანამ ქოცები დედა-ბუდიანად დამდიდრდნენ და ცხოვრება აიწყვეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო

გიორგი ტიგინაშვილი:  ხელები შორს ჩვენი წმინდანებისგან! ქეთევან წამებული ვერ იქნება ისტორიული დისკუსიის საგანი, თუ ამ დისკუსიის ფარული მიზანი მისი წამების პასუხისმგებლობის განეიტრალებაა