არქივი16 მარტი, 2024, 10:52
მაიკ პენსი - დონალდ ტრამპს მხარს არ დავუჭერ
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ხმას არ მისცემს.
„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ წელს დონალდ ტრამპს მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა მაიკ პენსმა Fox News-თან ინტერვიუში.
მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ხმას არც ჯო ბაიდენს მისცემს.
„საპრეზიდენტო კამპანიის დროს მე ღიად განვაცხადე, რომ ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის ღრმა უთანხმოება მრავალ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ეს კონსტიტუციურ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებულ მხოლოდ იმ განსხვავებებს არ ეხება, რომელიც მე 6 იანვარს შევასრულე“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.