ვიქტორ ორბანი: მსოფლიოს დონალდ ტრამპის დაბრუნება სჭირდება. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში
ვიქტორ ორბანი: მსოფლიოს დონალდ ტრამპის დაბრუნება სჭირდება. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში
მსოფლიოს დონალდ ტრამპის დაბრუნება სჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„დონალდ ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი. მან მოიპოვა პატივისცემა მსოფლიოში და შექმნა პირობები მშვიდობისთვის. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. ჩვენ გვჭირდება მისი დაბრუნება, როგორც არასდროს“, – აცხადებს ორბანი, რომელიც გასულ კვირას ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა.
Previous: მიხეილ სარჯველაძე: ჩემთვის პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.