არქივი11 ივნისი, 2024, 17:55
მაიკლ როთი ირაკლი კობახიძეს - თქვენი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მშვენიერი შესაძლებლობაა შემდეგი მესიჯების გასაგზავნად: დავაბრუნებ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას ეხმაურება და საციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“ძვირფასო ირაკლი კობახიძე, თქვენი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მშვენიერი შესაძლებლობაა შემდეგი მესიჯების გასაგზავნად:
საქართველო გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას; გავიწვევ “უცხოური აგენტების კანონს”; შევაჩერებ ანტი-LGBTI კანონპროექტს; დავაბრუნებ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე”, - წერს როთი პლატფორმა X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.