ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ფარულავა - კობახიძის მონაწილეობა უკრაინის აღდგენის დახმარების კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის პარტიას შიგნიდან საერთაშორისო სანქციები ანგრევს

[ირაკლი] კობახიძის მონაწილეობა უკრაინის აღდგენის დახმარების კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის პარტიას შიგნიდან საერთაშორისო სანქციები ანგრევს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ „ფარისევლურად“ ისაუბრონ უკრაინაზე და ამით როგორმე საერთაშორისო წნეხი შეამცირონ.
„[ირაკლი]კობახიძის მონაწილეობა უკრაინის აღდგენის დახმარების კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის პარტიას შიგნიდან საერთაშორისო სანქციები ანგრევს. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ფარისევლურად ისაუბრონ უკრაინის დახმარებაზე და ამით როგორმე შეამცირონ საერთაშორისო წნეხი. ერთადერთი რამ, რაც შეიცვლება საქართველოში, ეს იქნება „რუსული მთავრობა“, რომელიც იქნება შემოდგომაზე და ამას ქართველი ხალხი გააკეთებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.