ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიკლ მაკკოლი - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ

მაიკლ მაკკოლი - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება.
როგორც მაკკოლი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს“, - წერს მაიკლ მაკკოლი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.