თუკი უკრაინას ამ ომიდან რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?

თუკი უკრაინას ამ ომიდან რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?
„არა მგონია საკმარისი იყოს მხოლოდ ნაცების გასამართლება, სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩართვით ამთავრებდა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების თემას ეხმიანება.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, დასავლეთის სამწლიანი ეპოპეა, რომ თითქოს ომს იგებდა, ერთი კითხვის ამარაღაა – რა დარჩება უკრაინას ომის ნანგრევებიდან.
„უკრაინის ომზე სამშვიდობო მოლაპარაკებები იწყება. ტრამპი რუსეთს ყველა პოზიციაზე აბრუნებს, ამის ფონზე, ბუნებრივია ყველა სანქცია გაუქმდება. რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში გარკვეულწილად გამარჯვებული ბრუნდება, რადგან ვერავინ შეძლო მისი შეჩერება. მივიღეთ ის, რაზეც ვშიშობდით სამი წლის წინ – რუსეთი კიდევ უფრო ამბიციური გახდებოდა ამ ომის შემდეგ.
ვინ აგებს პასუხს დაშვებულ შეცდომებზე? ნუთუ ასეთი მარტივია მილიონი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა? ქვეყანაზე აღარ ვსაუბრობთ. ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო ბაიდენის უდიდესი შეცდომა, როდესაც ნატოსკენ წააქეზა უკრაინა და ამით გამოიწვია ომი. თან იქვე მიუთითა, რომ ბუნებრივია, რუსეთი ამას არ დაუშვებდაო. ანუ, რუსეთის მიერ დაწყებულ ომს გამართლება უპოვა. დღეს კი, ერთადერთი კითხვა რჩება – რა ტერიტორიები დარჩება უკრაინას? დასავლეთის სამწლიანი “გამარჯვებული ომის” ეპოპეა აქამდე დაეცა.
თუკი უკრაინას ამ გამანადგურებელი ომიდან რაღაც დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, ჩვენთვის მთავარია, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის? ის, რომ გადავრჩით, ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ რას აკეთებდა ოპოზიცია? საითკენ მიჰყავდათ ქვეყანა?
არა მგონია საკმარისი იყოს მხოლოდ ნაცების გასამართლება, სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩართვით ამთავრებდა. არ შეიძლება ამის პატიება. დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო შემზარავია იმის გაანალიზება, თუ რა დარჩებოდა დღეს ჩვენი ქვეყნიდან?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება