მაია სანდუ – მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს

მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერზე“ წერს და ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ პროტესტს და თბილისში მიმდინარე მოვლენებს.
„მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც ევროპულ ღირებულებებთან იქნება თანხვედრაში”, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს