ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიკლ როთი - ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის - თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს!

ერთიანობა მთავარია! ჩვენ, ყველა, ევროპული ღირებულებების ერთგული ვართ, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელში წერს, სადაც მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას აზიარებს, რომლის თქმითაც, მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს.
„ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს!" - აცხადებს გერმანელი დეპუტატი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.