ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია ბუწაშვილი - ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს - ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით

მაია ბუწაშვილი - ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს - ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით

ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს - ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ კი ხველა, ასევე, მისი თქმით, არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც.
“ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს. ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტით. სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ ასევე, აღენიშნებათ ხველა. არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც”, - წერს ინფექციონისტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.