ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს… ზოგიერთებს ჯერ კიდევ სჯერათ, ბახმაროში 21 დღეს თუ იქნები, “სისხლის ფორმულა გაიწმინდება” – მაია ბუწაშვილი

“ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს… ზოგიერთებს ჯერ კიდევ სჯერათ, ბახმაროში 21 დღეს თუ იქნები, “სისხლის ფორმულა გაიწმინდება” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
მოკლედ, ჩემს წინა პოსტზე ზოგიერთი კომენტარი მაფიქრებინებს, რომ არაფერი არ გვეშველება (კახი კავსაძის ხმით). ხან ნაცი მიძახეს, ხან არაპატრიოტი, ბახმაროს როგორ შეეხეო, და რა ვიცი, აშკარად ვიღაცეებს ეროვნული ღირსება შეელახათ:). ჰოდა, ახლა კიდევ უფრო მეტ მკრეხელობას ვიტყვი – ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს. ბაკურიანში ნამყოფებს და არანამყოფებს ზამთარში რესპირატორული ინფექციების რისკი თანაბრად აქვთ:). ვისაც წაკითხულის გააზრება გაუჭირდა, კიდევ ერთხელ ავუხსნი, რომ სუფთა ჰაერი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჟანგბადის მოლეკულა (O2) სხვადასხვა დასახლებაში სხვადასხვანაირი ვერ იქნება. ჩვეულებრივ სოფლებშიც იგივე ჰაერია. ასე რომ, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს. სწორედ ამ კურორტებიდან ჩამოდიან მერე დიარეით და ღებინებით და მთელი წლის ნანატრი შვებულება ჩაუშხამდებათ ხოლმე. ამის მეტს რას ვუყურებ, ჩემი პროფესიაა.
ადამიანებისგან რაღაცეები რომ მიკვირს, მერე მახსენდება, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ზოგიერთებს ჯერ კიდევ სჯერათ, ბახმაროში 21 დღეს თუ იქნები, “სისხლის ფორმულა გაიწმინდება”. აი ამაზე საერთოდ რა კომენტარი უნდა გააკეთოს ადამიანმა?

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.