მათიკაშვილი -ზე: პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას

ივანიშვილის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში -ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი აზრით, საუბარი იყო არა პოლიტიკის, არამედ ურთიერთობის ტრაექტორიის ცვლილებაზე. ივანიშვილის წარმომადგენელმა რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო ვილსონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “ღიმილის მომგვრელიც აღარ არის ბატონი ვილსონის ეს წიაღსვლები პროირანულთან და პროჩინურ თემასთან დაკავშირებით.”

“ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრძანდებოდა ჩინეთში და ამ ორი უდიდესი ქვეყნის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო პოლიტიკისთვის და როდესაც ევროპის ლიდერები სი ძინფინის კართან რიგში დგანან, ვის პირველს მიიღებს, საქართველოსთან არსებული ურთიერთობა არავის არც გაკვირვებია და არც გაუკვირდებათ, ეს რომ მართლაც არ იყოს შეგნებულად დაკვეთილი და დაფინანსებული სურვილები ცალკეული ძალებისა, ჯო ვილსონის პირით გაავრცელონ ის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი პროირანული და არანაირი გამორჩეული პროჩინური პოლიტიკა და ორიენტაცია საქართველოს არ გააჩნია, ყოველდღე გამოვდივართ პრემიერმინისტრიდან დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული და ვამბობთ იმას, რომ შეერთებულ შტატებთან ვართ სრულიად მზად და ღია ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დასაწყებად, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ყველაფერში თან საქართველო გვერდიდან პროირანულ პოლიტიკას ავლენს, ღიმილისმომგვრელია.

ამიტომაც, პასუხიც იყო მეტნაკლებად დიპლომატიური, თან პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილებაზე არც არის საუბარი, აქ არის ურთიერთობის ტრაექტორიის ცვლილებაზე, ურთიერთობის ტრაექტორია რომ გაფუჭდა, ეს არც ჩემთვის, არც თქვენთვის, არც რუბიოსთვის და არც არავისთვის არ არის დასამალი.

კიდევ ერთხელ, რომ საზოგადოებამ კარგად გაიხსენოს. გახსოვთ თქვენ უსამართლო თავდასხმები ჩვენს ქვეყანაზე, უკრაინაში ცეცხლი ეკიდა ყველაფერს, უზარმაზარი გამოწვევების წინაშე იდგა თვითონ შტატები და დანარჩენი მსოფლიო და დილა არ იწყებოდა, რომ თეთრ სახლში პრესკონფერენცია შესაბამისი ადეკვატური კითხვით, რომელიც ჟურნალისტისგან მიდიოდა, რომ საქართველოს თემით არ დაწყებულიყო, საერთოდ რა შუაში იყო იქ საქართველო იმიტომ, რომ იყო ინტერესი და ამიტომაც დაიწყო ურთიერთობების გაფუჭება შეგნებულად.

დღეს ეს მოცემულობა არ გვაქვს, ტრამპის ადმინისტრაციისგან სხვა დამოკიდებულებას ვხედავთ, სხვა გზავნილებს, პრაგმატულ პოლიტიკურ ეკონომიკურ ურთიერთობაზე არის საუბარი, სადაც საქართველო არის აბსოლუტურად მზად ხელი გაუწოდოს და გაწვდილიც არის ეს ხელი, ასე რომ, ჩვენ აქ რაღაც პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას.” – ამბობს მათიკაშვილი.


ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას რუბიოს კითხვით რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიმართა: “პროირანული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის [რეგიონზე] ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ [ირანის] ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და თავს არიდებენ თეირანზე შემოღებულ სანქციებს. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა გავუმკლავდეთ ქართული ოცნების მიერ ხელშეწყობილ სწრაფ რადიკალიზაციას საქართველოს რესპუბლიკაში.”

რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – კონგრესში დასმული იყო კითხვა „ქართული ოცნების“ ირანთან და ჩინეთთან ურთიერთობებზე, რუბიომ უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი აქვთ – ვნახავთ, როგორც მოიქცევა „ოცნება“

ვიქტორ ყიფიანი – მარკო რუბიოს განცხადებიდან ჩანს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პრობლემები რჩება და არსად გამქრალა, ეს გარკვეულწილად შეიძლება იყოს „ოცნების“ მისამართით წამმზომის ჩართვაც