არქივი11 ნოემბერი, 2024, 13:08
მადრიდის "რეალი" დარწმუნებულია, რომ არნოლდი "ლივერპულთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

მადრიდის "რეალი" "ლივერპულის" განაპირა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შეძენით ინტერესდება.
Marca-ს ინფორმაციით, "ბლანკოსი" დარწმუნებულია, რომ ინგლისელს უფასოდ გაიფორმებენ, რადგან ფიქრობენ, რომ არნოლდი "მერსისაიდელებთან" კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.
ტრენტს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, არნოლდი "სქაუზერების" აკადემიის აღზრდილია, ძირითად გუნდში კი 2016 წლიდან ასპარეზობს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.