მადრიდის „სინემატიკაში“ სერგო ფარაჯანოვის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა

ოქტომბრის ბოლოს, ესპანეთის დედაქალაქში სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო.
მადრიდის კინოარქივის, ესპანეთის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით მადრიდის „სინემატიკაში“ უჩვენეს კინოცენტრის მიერ აღდგენილი სერგო ფარაჯანოვის ორი ფილმი _ „ამბავი სურამის ციხისა“ და „აშიკ-ქერიბი“.
ესპანეთში სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები წარადგინა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსმა მანანა სურაძემ. კინოჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მაყურებელს საშუალება ჰქონდა, უკეთ გაეცნო შესანიშნავი რეჟისორის შემოქმედება.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი