ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მადრიდის მეტრო შუქნიშნებით აღიჭურვება რაც სმენადაქვეითებულ მგზავრებს ცხოვრებას გაუადვილებს – მედია

მადრიდის მეტროში მატარებლების კარების შუქნიშნებით აღჭურვა გადაწყვიტეს: ისინი გაუადვილებენ ცხოვრებას სმენადაქვეითებულ მგზავრებს. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
შუქნიშანზე იქნება სამი სიგნალი: წითელი - ეს ნიშნავს, რომ კარები მალე დაიხურება და მატარებელში შესვლა და გამოსვლა არ შეიძლება; მწვანე - კარები ღიაა; მოციმციმე მწვანე - კარები იხსნება.
ვარაუდობენ, რომ ინიციატივა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სმენის დაქვეითების მქონე მომხმარებლებისთვის, არამედ მათთვის, ვისაც მოგზაურობის დროს გაჯეტებზე გადააქვს ყურადღება: უსმენს მუსიკას ყურსასმენებით, საუბრობს ტელეფონზე ან ათვალიერებს სოციალურ ქსელებს.
შუქნიშანი გამოჩნდება 242 მატარებლის 8968 კარზე, რომლებიც 8 ხაზზე მოძრაობენ. ინსტალაცია უკვე დაწყებულია. 2028 წლისთვის მეტროს ქსელის 84% შუქნიშნებით იქნება აღჭურვილი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.