ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მადლობელი ვარ საფრანგეთის ჩვენი საჰაერო ძალების გაძლიერებისთვის" | ზელენსკი კიევში სეჟორნეს შეხვდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა, პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.
ზელენსკიმ სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ სტეფან სეჟორნე თავის ახალ თანამდებობაზე პირველი უცხოური ვიზიტით სწორედ უკრაინაში ჩავიდა
"ზუსტად იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს სხვადასხვა გზით გაზარდოს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების რაოდენობა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლით, მე მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი და განსაკუთრებით საფრანგეთის, ჩვენი საჰაერო ძალების ძალიან სერიოზული გაძლიერებისთვის" თქვა ზელენსკიმ
შეხვედრაზე განიხილეს დრონების ერთობლივი წარმოება, არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.