ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეს წელი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის" | ზელენსკი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"იაპონია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორია. მადლობელი ვარ იმ დონის თანამშრომლობისთვის, რომელსაც მივაღწიეთ - ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა. მადლობას ვუხდი იაპონიას ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული ღირებული დახმარებისთვის, მათ შორის უსაფრთხოებისთვის, ძლიერი ლიდერობისთვის G7-ში და საერთაშორისო ასპარეზზე, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ასევე, იაპონიამ დიდი ენერგეტიკული დახმარების პაკეტი უზრუნველყო. დღეს ჩვენ განვიხილეთ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა, მათ შორის თებერვალში უკრაინის აღდგენის კონფერენცია, ასევე უსაფრთხოების შემდეგი ერთობლივი ნაბიჯები, ერთობლივი მუშაობა მშვიდობის ფორმულაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ეს წელი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის", - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.